Tuesday, July 23, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება.
წყალი ბუნებაში.
2.პროექტის მთავარი იდეა.
თვითოეულადამიანს აქვს უფლება მიიღოს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სუფთა წყალი
3.პროექტის აქტუალობა
ბუნებაში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობა
4.პროექტის მიზნები:
მოსწავლეებს განუვითარდეთ ლოგიკური აზროვნების უნარი, მათ უნდა შეძლონ,მოიძიონ დღეისთვის არსებული ინფორმაცია წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და მოიფიქრონ მათი დაცვის გზები
5.მოსწავლეთა ასაკი:
14 წელი
6.ვადების ხანგრძლივობა:
15  დღე
7.მოსალოდნელი შედეგები/
მოსწავლეები ეცოდინება მათ საცხოვრებელ ადგილას როგორია სასმელი წყლის მდგომარეობა ემუქრებათ თუ არა მათ ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე ასევე შემოგვთავაზებენ ამ პრობლემის გადაჭრის რაიმე გზას.
შეიქმნება  პლაკატები ,სქემები ,პრეზენტაცია.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.
სახელმძღვანელო, საბავშვო ,,ენციკლოპედია'' ,ფოტოაპარატი,დიქტოფონი.

9.პროექტის მსვლელობა:
1.მოსწავლეებთან ერთად შევარჩიეთ,აქტუალური და მათთვის საინტერესო
თემა
2.კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად
3.I  ჯგუფს დაევალა მოიძიოს ინფორმაცია,რამდენ აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება წყალი ბუნებაში.  მისი  მნიშვნელობა ადამიანის  სიცოცხლისათვის (1 კვირა),
II  ჯგუფს  დაევალა ინტერვიუს აღება სკოლის ქიიმის მასწავლებელთან წყლის ქიმიურ შემადგენლობასთან დაკავშირებით  და როდის იქმნება საშიშროება
IIIჯგუფს დაევალა მოიძიონ ინფორმაცია თუ რასაფრთხე ემუქრებათ წყლის ბინადართ წყლის დაბინძურების  შემთხვევაში.
IV ჯგუფს დაევალოს ინტერვიუს აღება დაბის წყალკანალის ხემძღვანელობასთან და  შეიმუშაონ  პრობლემის  გადაჭრის შესაძლო  გზები
5.აქტივობების განხორციელება
მივეცი მითითებაინფორმაციის  მოსაძიებელ შესაძლო წყაროებზე , ინტერვიუს დახმარებით  მიღებული ინფორმაციის სქემებისსახით წარმოდგენა.
6 მოსწავლეებმა ვადის დასრულების შემდეგ  წარმოადგინეს საპრეზენტაციოდ გამზადებული მასალა.
10მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას დაპრობლემის  გადაჭრის გზების მოძებნას
11.მაია ალთუნაშვილი
12.maiaaltunasvili@gmail.com
 13. maiaaltunasvili.blog.spot.com    .